საქართველოს პრეზიდენტმა საირმეში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა და დამსვენებლებს გაესაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ტურისტული ზონების განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება. პრეზიდენტის განცხადებით, კეთდება ბორჯომი, ახალციხე, აბასთუმანი, წყალტუბო, სულორი, რაჭაში შაორი, შოვი და უწერა .
"შეიკვრება კურორტების ძალიან მაგარი რკალი საქართველოში", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ ეს ყველაფერი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
საირმეში მყოფ გორელ დამსვენებლთან საუბარში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გორის ციხის კეთებას იწყებენ ის არქიტექტორები, რომლებმაც რაბათის ციხე აღადგინეს.