Greenberg Quinlan Rosner-ის კვლევის შდეგებს უნდობლობას უცხადებს კოალიცია "ქართული ოცნების" ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ეკა ბესელია. მისი თქმით, ეჭვის საფუძველი ყოველთვის არის, როდესაც მმართველი გუნდი აქვეყნებს კვლევის შდეგებს.
"ჩემთვის მთავარი ინდიკატორი არის ხალხის განწყობა, რომელსაც ყოველდღე ვხვდები, რამდენიმე ასეულ ადამიანს. ძალიან კარგად ვგრძნობ, რომ ამომრჩევეთა უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს "ქართულ ოცნებას"", - განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ Greenberg Quinlan Rosner-ის კვლევის შედეგების მიხედვით გამოკითხულ ყველა ამომრჩეველს შორის "ნაციონალურ მოძრაობას" 46% უჭერს მხარს, "ქართული ოცნებას" 24%, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" (ქდმ) 5%, "ახალ მემარჯვენეებს" 3%-ს, "ლეიბორისტული პარტიას" 1%.
კომპანიამ კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით 1-დან 6-აგვისტოს ჩათვლით ჩაატარა და მასში მონაწილეობა 1500 ადამიანმა მიიღო. კვლევა ნაციონალური მოძრაობის დაკვეთით ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები