ქრისტიან-დემოკრატები Greenberg Quinlan Rosner-ის კვლევის შდეგებს უნდობლობას უცხადებენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ვეფხვაძის თქმით, ის პარტიული კვლევის შედეგებს არ ენდობა.
"პარტიული კვლევების გასაჯაროება ნიშნავს, გარკვეულ პროპაგანდა, ანუ ის ცდილობს საზოგადოებას თავს მოახვიოს კონკრეტული შედეგები. ამიტომ მე პარტიულ კვლევებს არ ვენდობი. საკუთარ კვლევებსაც კი არ ვენდობი გამომდინარე იქიდან, რომ ის ვიღაცამ ფული რომ გადაიახადა ეს ფაქტორი არსებობს. სჯობს დაველოდოთ საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევებს, რომელიც ფინანსდება აშშ-ის მთავრობის მიერ ან შვედეთის განვითარების სააგენტოს მიერ, რომლის მიკერძოებულობაზე საუბარი, ბუნებრივია, შეუძლებელია", - განაცხადა ვეფრხვაძემ.
შეგახსენებთ, რომ Greenberg Quinlan Rosner-ის კვლევის შედეგების მიხედვით გამოკითხულ ყველა ამომრჩეველს შორის "ნაციონალურ მოძრაობას" 46% უჭერს მხარს, "ქართული ოცნებას" 24%, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" (ქდმ) 5%, "ახალ მემარჯვენეებს" 3%-ს, "ლეიბორისტული პარტიას" 1%.
კომპანიამ კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით 1-დან 6-აგვისტოს ჩათვლით ჩაატარა და მასში მონაწილეობა 1500 ადამიანმა მიიღო. კვლევა ნაციონალური მოძრაობის დაკვეთით ჩატარდა.