დეპუტატობის კანდიდატმა შეკრებილებთან ზუგდიდის და საერთოდ სამეგრელოს როლზე გაამახვილა ყურადღება მოძმე აფხაზებთან მიმართებაში და „ქართული ოცნების" პროგრამებზე დეტალურად ისაუბრა.
„ მეგრელი არასოდეს ყოფილა ხელგაწვდილი, ის ყოველთვის შოულობდა თავისი შრომით ფულს. დღეს დადგა დრო ზუგდიდის რაიონმა დაიბრუნოს ისტორიული მისი შეასრულოს ხიდის ფუნქცია აფხაზებთან მიმართებაში. აფხაზები რომ დაინახავენ აქ გლეხი წელშია გამართული, ბიზნესი ვითარდება, ხელმისაწვდომია ჯანდაცვაა , გაადვილდება მათთან საერთო ენის გამონახვა .ეს კი წინაპირობაიქნება გზის გასახსნელად. ხელი რისთვის მოუწერა სააკაშვილმა რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაჩიაში გაწევრიანებაზე , თუ ამისგან ჩვენმა მოსახლეობამ სიკეთე ვერ მიიღო?! ჩვენი მიზანია, აფხაზეთის გავლით ქართული პროდუქცია მოხვდეს რუსეთის დიდ ბაზარზე, სამეგრელოს ეს წელში გამართავს. აი ესაა ჩვენი ქართული ოცნება. ოქტომბერში თქვენი აქტიურობა საარჩევნო ყუთთან გადამწყვეტია ზუგდიდის მომავლისთვის, დაფიქრდით და გააკეთეთ სწორი არჩევანი"_ მიმართა ირაკლი ალასანიამ სოფლის მოსახლეობას.