„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი ახვლედიანმა დღეს ახმეტელის კინოთეატრში გლდანის მოსახლეობასთან შეხვედრაზე ამომრჩეველს სიტყვით მიმართა.
გიორგი ახვლედიანის განცხადებით, გლდანი არის ყველაზე დიდი რაიონი, სადაც მრავალრიცხოვანი მოსახლეობა ცხოვრობს. მისი თქმით, სწორედ ინგა გრიგოლია არის ის ადამიანი, რომელსაც ნამდვილად შეუძლია ნაციონალური მოძრაობის დამარცხება და გლდანელების იმედების გამართლება.
„შეუძლებელია გუნდი, რომლის ერთ - ერთი ლიდერი ინგა გრიგოლიაა, არ ფიქრობდეს გამარჯვებაზე და არ მიაღწიოს წარმატებას. გლდანი არის ყველაზე დიდი რაიონი მრავალრიცხოვანი მოსახლეობით და სწორედ ინგა გრიგოლია იღებს პასუხისმგებლობას, რომ „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობა" ყველაზე დიდ რაიონში შეძლებს ნაციონალური მოძრაობის დამარცხებას"- განაცხადა გიორი ახვლედიანმა.