რუსეთის ფედერაციამ სეპარატისტულ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ხელი მოაწერა შეთანხმებას რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის უვიზო მიმოსვლას ითვალისწინებს. შეთანხმებას ხელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა მოაწერეს.
ხელმოწერილ შეთანხმებაში ჩამოთვლილია ის დოკუმენტები, რომლებიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვრი გადალახვითვისაა საჭირო. აღნიშნულ დოკუმენტებს შორისაა ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტი. "ხელშეკრულება ძალაში მხოლოდ მას შემდეგ შევა, რაც მხარეები შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების ჩატარების შესახებ ერთმანეთს წერილობით აცნობებენ",_ იუწყება რუსული მედია.
"დარწმუნებული ვარ, რომ ეს დოკუმენტი და მისი რეალიზაცია თავის წვლილს შეიტანს ჩვენი სახელმწიფოების სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაში. სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის საზღვრის გადასალახავად ჩვენს მოქალაქეებ ვიზა აღარ დაჭირდებათ", _ აცხადებს მურატ ჯიოევი.
უვიზო მიმოვლის შესახებ ხელშეკრულება რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის 2008 წლი 17 სექტემბერს გაფორმებული "მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმდა".