კახა კალაძის თქმით, სტადიონის დათმობაზე უარი უთხრეს
ფეხბურთთან გამოსამშვიდობებელი მატჩი 13 სექტემბერს უნდა გამართულიყო , თუმცა სტადიონის დათმობაზე უარი უთხრეს, - განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში. მისი თქმით, გამოსამშვიდობებელი საღამოსთვის სურდა, საქართველოში კლუბი "მილანი" ჩამოეყვანა და ამხანაგური შეხვედრა გაემართა.
"ჩვენ მზად ვიყავით, 13 სექტემბრისთვის ჩამოგვევანა კლუბი "მილანი" და გამართულიყო საქართველოსთან ამხანაგური შეხვედრა, მაგრამ გუშინ მივიღეთ ოფიციალური უარი. გვითხრეს, რომ სტადიონი 1 თვის განმავბლობაში დაკავებულია და ყველა დღე უკვე გაწერილია", - განაცხადა კალაძემ.
მისივე განმარტებით ოქტომბრისთვის, როცა "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვა, გამოსამშვიდობებელ მატჩს აუცილებლად გამართავს.