„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან ვეფხვაძე ისნის რაიონში ავლაბრის მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე გაეცნო მათ პრობლემებს.
ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მოსახლეობას უამრავი ყოფითი პრობლემა აწუხებს. მათ შორის უმთავრესია წყლის მომარაგებისა და ავარიული სახლების პრობლემა.
ლევან ვეფხვაძემ მოსახლეობას „ქრისტიან - დემოკრატების" წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო, პარტიის პრიორიტეტებზე ისაუბრა და გამარჯვების შემთხვევაში ხალხს ყველა დაპირების შესრულებას შეჰპირდა.
„ბუნებრივია ამ უბანს ისეთი ლოკალური პრობლემები აწუხებს, როგორიცაა წყლის მომარაგება, უმუშევრობა, განათლების ხელმიუწვდომლობა, ასევე მათი უმრავლესობა ავარიულ სახლებში ცხოვრობს. ჩვენი მთავარი მიზანია რომ მშობლენი იყვნენ დასაქმებულნი და მათ შვილებს ჰქონდეთ განათლება, ხოლო პენსიონერები იყვნენ დაფასებულნი. მიგვაჩნია, რომ ამ პრობლემების მოსაგვარებლად მთავარია ქვეყანაში სამართლიანი ტარიფების დაწესება, რაც ქართული ბიზნესის განვითარებას ხელს შეუწყობს და შესაბამისად, თიოთოეული ოჯახის ცხოვრების პირობები გაუმჯობესდება." - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ