საქართველოს პრეზიდნეტი ქვეყნის პირველ ლედისთან სანდრა ელისაბედ რულოვსთან ერთად ჭიათურის სოფელ ქვაციხეს ესტუმრა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
მიხეილ სააკაშვილმა სოფლის მცხოვრებლებს უკვე განხორციელებული სახელმწიფო პროექტები გააცნო და ხაზგასმით აღნიშნა ის პროგრამები, რომლებიც ძალაში მომავალი თვიდან შევა.
განსაკუთრებული ყურადღება ქვეყნის პირველმა პირმა გაზრდილ საპენსიო პაკეტსა და საყოველთაო დაზღვევაზე გაამახვილა. პრეზიდენტმა იმ პროექტების შესახებაც ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც მთავრობას უახლოეს პერიოდში აქვს დაგეგმილი.