„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან ვეფხვაძე ისნის რაიონში ვაზისუბნის მოსახლეობას შეხვდა.
ვეფხვაძე მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო და მათ „ქრისტიან - დემოკრატების" წინასაარჩევნო პროგრამა წარუდგინა.
შეხვედრისას, ლევან ვეფხვაძემ ყურადღება განათლებაში არსებულ პრობლემებზე, ბიუჯეტის განაწილების პარტიულ ხედვასა და უმუშევრობის დაძლევის გზებზე გაამახვილა და მოსახლეობას აუხსნა, როგორ აპირებს „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობა" გამარჯვების შემთხვევაში ამ პრობლემების მოგვარებას.
„დღეს ვაზისუბნის მოსახლეობას გავაცანი გეგმები, რომლებიც უკავშირდება ჩვენი შვილების განათლებას, მათი მშობლების დასაქმებას და პენსიონერების დაფასებას. ჩვენი მიზანი არის ის, რომ მოსახლეობის ცხოვრების ყოფითი პირობები გაუმჯობესდეს. ამისათვის კი საჭიროა ტარიფები, რომელიც არსებობს იყოს სამართლიანი და ენერგეტიკა დაუბრუნდეს ხალხს." - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ