საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან სანდრა ელისაბედ რულოვსთან ერთად ჭიათურას ესტუმრა და სოფელ სვერში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა მათ ბოლო პერიოდში განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები გააცნო.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უახლოეს პერიოდში ჭიათურამდე მისასვლელი გზა სრულად შეკეთდება, ხოლო სექტემბერში სოფელს განახლებული სკოლა ექნება. ქვეყნის პირველი პირი პროგრამის „წყალი ყველა სოფელს" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წყალსადენის სისტემის უზრუნველყოფას დაპირდა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქვეყანა ყველა მაჩვენებლით წინ მიიწევს და ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა, რომ ამ წინსვლამ ყველა ოჯახში შეაღწიოს.