ცხინვალში საცხოვრებელ სახლში ხუთი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ოთხი მამაკაცისა და ერთი ქალის გარდაცვალების მიზეზად ე.წ. სამხრეთ ოსეთის პროკურატურა გაზით გაგუდვას ასახელებს, თუმცა სხვა ვერსიებზეც მუშაობს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, გვამებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. "შემთხვევის ადგილზე, საცხოვრებელ სახლში აღმოჩენილია გაზის გამათბობელი, რომელიც არასწორად იყო დამონტაჟებული",_ იუწყება ოსური მხარე. მათივე ინფორმაციით, ამჟამად გარდაცვლილი ადამიანების სიკვდილის მიზეზის დაადგენად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.