მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას იმ ახალი ტურისტული პროექტის დაწყება მიულოცა, რომელიც ოკაცეს კანიონის გარშემო ინფრასტრუქტურის განვითრებას ითვალისწინებს. მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად, ქვეყნის პირველმა პირმა, სიმბოლურად, კაფსულაც ჩადო.
ოკაცეს კანიონი ევროპაში ყველაზე მაღალი და რთულად მისასვლელი ადგილია, სადაც მოეწყობა კილომეტრამდე სიგრძის კიდული კონსოლური ბილიკი და გადასახედი პლატფორმა. აქვე აშენდება ვიზიტორთა ცენტრი, საგამოფენო დარბაზი და ინტერნეტკაფე. ეზოში მოეწყობა ეკოსაგანმანათლებლო ამფითეატრი, გაკეთდება ქვით მოკირწყლული ბილიკები, ეთნოგრაფიული საექსპოზიციო მოედანი და სხვა.
"ეს კანიონი მსოფლიო სასწაულია. ჩვენ ბევრი მსოფლიო სასწაული გვქონდა, მაგრამ ამ სასწაულებს ვერ ვამუშავებდით ხალხის საკეთილდღეოდ. ხალხს სჭირდება ხელის გამართვა", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.