პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ "ნაციონალური მოძრაობის" ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ქალაქის ყოფილი გამგებელი, გია გოგუაძე წარადგინა.
"ლანჩხუთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გამოცდილი კადრია და რაიონის პრობლემები კარგად ესმის. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა მაჟორიტარების მიმართ - იცოდნენ საკუთარი რაიონის პრობლემები და ყველა ოჯახში მიესვლებოდეთ. კანდიდატებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ განვითარებამ, მეტმა სიკეთემ და კეთილდღეობამ ყველა კონკრეტულ რაიონსა და ყველა კონკრეტულ ოჯახში შეაღწიოს", - განაცხადა ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები