სოფელ ჩუმლაყის მოსახლეობას მანანა ბერიკაშვილმა, ნინელი ჭანკვეტაძემ და ზურაბ ტყემალაძემ კოალიციის პრიორიტეტები გააცნეს. შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა სტიქიისგან დაზარალებულთა კომპენსაციის საკითხი იყო.
„უნდა შევადაროთ ბოლო რვა წლის განმავლობაში რა გააკეთა ხელისუფლებამ და რა გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნისთვის. ამის შემდეგ კი მივიღოთ გადაწყვეტილება, ვის დაუჭიროთ მხარი არჩევნებზე," - განაცხადა მანანა ბერიკაშვილმა.