საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს კახეთში იმყოფებოდა, სადაც სტიქიით დაზარალებული სოფლები - კაკაბეთი, ჩუმლაყი და ლელიანი მოინახულა.
მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და მათ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო გეგმა გააცნო.
მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს მთავარი ამოცანა ახლა ხალხის გასაჭირიდან გამოყვანა და მათთვის კონკრეტული დახმარების აღმოჩენაა.
მიხეილ სააკაშვილმა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბის სხდომაც მოიწვია და ხელისუფლების წარმომადგენლებს შესაბამისი დავალებებიც მისცა.
პრეზიდენტმა მათთან რთველის საკითხიც განიხილა და აღნიშნა, რომ ქარხნებს მოსახლეობისგან ყურძნის ჩაიბარების განკარგულება უკვე მიღებული აქვთ. მიხეილ სააკაშვილის თქმით, სტიქიის მიუხედავად, წელს სანიმუშო რთველი უნდა გაიმართოს.