ქრისტიან-დემოკრატების ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი კახიანაურისა და ქალაქმუზეუმის უბნის მოსახლეობას შეხვდა. გიორგი ახვლედიანი ადგილზე გაეცნო მოსახლეობის პრობლემებს და მათ ქრისტიან-დემორკატების წიანსაარჩევნო პრორგამა გააცნო.
შეხვედრისას საუბრის ძირითად თემას ქუთაისსი წყალმომარაგების პრობლემა და წყლის ტარიფები წარმოადგენდა. ახვლედიანის განცხადებით, ქუთაისში წყლის ტარიფები საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და იგი ერთ კუბამეტრზე 50 თეთრს შეადგენს.
ახველდიანმა კახიანაურის უბანში ასევე წყალგაყვანილობის დაზიანებული მონაკვეთი მოინახულა, საიდანაც ტონობით სასმელი წყალი ქუჩაში იღვრება, აღნიშნული უბნის მოსახლეობას კი დავალიანების გამო წყლის მიწოდება აქვს შეწყვეტილი.
„ეს არის ხელისუფლების მხრიდან ჩადენილი დანაშაული საკუთარი მოსახლეობის მიმართ,ის რაც ხდება ქუთაისში არის უსამართლობა, ყველაზე აღმაშფოთებელი კი არის ის რომ ადგილობრივი ხელისუფლება არანაირ ძალღონეს არ ხმარობს იმისათის რომ მოახდინოს დაზიანებული წყალგაყვანილობის რეაბილოტაცია, და შეეწინააღმდეგოს „სემეკს" აღნიშნული მაღალი ტარიფის დაწესების გამო რომელიც კომპანიამ გასულ წელს დაადგინა" განაცხადა გიორგი ახვლედიანმა და დასძინა, რომ ის, რაც ქუთაისში წყალმომარაგებისა და წყლის ტარიფთან დაკავშირებით ხდება არის არა აღმშენებლობა არამედ მავნებლობა და ეს ყველაფერი ქუთაისის მოსახლეობამ 1 ოქტომბერს უნდა დაასრულოს