ირაკლი ალასანია ზუგდიდის რაიონის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დღეს სოფელ ცაიშის მოსახლეობას შეხვდა და ადგიობრივების პრობლემებს გაეცნო; როგორც მთელს ზუგდიდის რაიონში, ცაიშშიც მოსახლე
ობის მთავარი პრობლემა უმუშევრობაა, ადგილობრივებს არ აქვთ საშუალება და რესურსი დაამუშაონ მიწები და აწარმოონ სასოფლო სამეურნეო სამუშაოები, სოფელს აქვს წყლის პრობლემა არ არის გზები, ჯანდაცვის სისტემა ფაქტობრივად მთლიანად მოშლილია, არ მუშაობს სოციალური დახმარების პროგრამები, ცაიშელ ბავშვებს არ აქვთ სკოლა, განათლების მისაღებად მოსწავლეებს 6-7 კილომეტრის გავლა უწევთ, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ ცაიშელებს კოალიცია "ქართული ოცნების" გეგმები გააცნო და იმ პროექტებზე ესაუბრა, რომელიც ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ამოქმედდება, მოსახლეობის განსაკუთრებული დაინტერესება, სოფლის მეურნეობის განვითარების და ამ სფეროში მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელების პოლიტიკამ, ჯანდაცვის სფეროს სტრატეგიამ და განათლების სისტემის ხელმისაწვდომობის პოლიტიკამ გამოიწვია.