ლაგოდეხის რაიონის სოფელი ლელიანი სერიოზულად დააზარალა. ძლიერმა ქარმა, წვიმამ და სეტყვამ, სახლების უმეტესობას სახურავები ახადა. ნათესები და ხეხილი მთლიანად გადაგურებულია. რამდენიმე ოჯახს დაეხოცა ფრინველი და პირუტყვი.
ლელიანში ენერგეტიკისა და ჯანდაცვის მინისტრები იმყოფებიან, რომლებიც მოსახლეობას ხვდებიან.
ამ დროისთვის სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ენერგოსისტემის წარმომადგენლები დაწყვეტილი ელექტროსადენების აღდგენისთვის მუშაობენ.
სულ სტიქიამ კახეთის რეგიონში 835 სახლი დააზიანა, მათ შორის ლაგოდეხის რაონში 470. აღნიშნულ რაიონში სოფელ ლელიანის გარდა დაზარალებულია სოფელი კაბალი.