5-7 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე მიუნხენში გაემგზავრება.
როგორც დღეს გამართულ, ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე ვაშაძის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, ქართული დელეგაცია, რომელსაც საგარეო უწყების ხელმძღვანელი უხელმძღვანელებს, მიუნჰენის საერთაშორისო უსაფრთხოების 46-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
"ეს კონფერენცია მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ მასზე გლობალური უსაფრთხოების საკითხები განიხილება", - განაცხადა კალანდაძემ.
მისივე განმარტებით, აღნიშნულის გარდა, დაგეგმილია კონფერენციაში მონაწილე მაღალი დონის პოლიტიკოსებთან ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრების გამართვაც.
"ეს კონფერენცია არაჩვეულებრივ საშუალებას იძლევა დელეგაციებმა გამართონ ბევრი ორმხვრივი შეხვედრა, როგორც თავმჯდომარე, ისე კონფერენციაში მონაწილე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან. ჩვენ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბევრ საკითხზე გვაქვს მათთან სალაპარაკო", - განმარტა კალანდაძემ.