საქართველოს პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი სტიქიისაგან დაზარალებულ რუსთავში ჩავიდა. პრემიერი მეშვიდე ა მიკრორაიონის #1 კორპუსის მოსახლეობას შეხვდა და სტიქიისგან დაზიანებული შენობა დაათვალიერა.
ივანე მერაბიშვილი მოსახლეობას სტიქიისგან მიყენებული ზარალის ანაზრაურებას დაპირდა.
შეგახსენებთ, რომ ძლიერმა წვიმამ, რუსთავის რამდენიმე ქუჩა დატბორა, ქარმა ჩაამსხვრია მინები. ქალაქში შეწყდა ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება.
ყველაზე მძიმე მდგომარეობა ლეონიძისა და მესხიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე შეიქმნა, სადაც წყალი კომერციულ ფართებში შევიდა და მაღაზიები დატბორა.
ამ დროისთვის რუსთავში არ წვიმს, თუმცა, არის ძლიერი ქარი. ქალაქს ნაწილობრივ აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება.
წყლის მიწოდება სავარაუდოდ დილისთვის აღდგება.