კახეთში ძლიერი წვიმის გამო რამდენიმე რაიონი კვლავ დაზარალდა. ამ დროისათვის ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი აქვს რეგიონის ათასობით აბონენტს.
წინასწარი მონაცემებით, განსაკუთრებული ზიანი მიადგა გურჯაანისა და საგარეჯოს რაიონებს.
გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში ათეულობით ოჯახი ღია ცისქვეშაა დარჩენილი. ქარიშხალმა სახლებს სახურავები გადახადა, მოგლეჯილია ხეები წაქცეულია ელექტროგანდამცემი ბოძები.
განადგურებულია სასოფლო-სამურნეო სავარგულები.