2 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნება.
რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.
სესიამდე ბიუროს სხდომა გაიმართება, რომელზეც დღის წესრიგს დაამტკიცებენ.
სამშაბათის ბიუროს სხდომის გადაწყვეტილების შემდეგ პარლამენტის წინ სახელმწიფო დროშა აღიმართება.
მიმდინარე კვირა საკომიტეტო მოსმენებს დაეთმობა, ხოლო მომავალ კვირას საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნება.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საშემოდგომო სესიის მუშაობა გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებში დაასრულა, თუმცა პრეზიდენტის განკარგულებით, ის იანვრის პირველ ნახევრამდე რიგგარეშე ფორმატში გააგრძელა.