ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგძობს. "ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი დღეს სოფელი დიდი ნეძის მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივების პრობლემები მოიმინა. ირაკლი ალასანიამ დიდინეძის მოსახლეობას „ქართულიოცნების" წინასაარჩევნო პროგრამები დეტალურად გააცნო.
"დაპირებები, რომელიც გულუხვად დაარიგა ნაციონალურმა მოძრაობამ არცერთი არ შესრულებულა. დიდინეძში, ისევე როგორც სამეგრელოს რაიონის სხვა სოფლებში, მოსახლეობას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა მოტყუებით და ფარულად გაუყიდა საძოვრები. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ჩვენი ხელისუფლება ამ საკითხს შეიწავლის და დავუბრუნებთ ამ ადამიანებს მოტყუებით წართმეულ საძოვრებს. მე, როგორც მომავალი დეპუტატი, ვპირდები მოსახლეობას და ამ პასუხისმგებლობას ვიზიარებ, ვიქნები პასუხისმგებელი ხალხის წინაშე", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ შეხვედრის შემდეგ.