დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბახმაროში ახლადაშენებულ სასტუმროს ეწვია და მისი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. ქვეყნის პირველი პირის თქმით, მომავალ წელს დაბაში კიდევ 3 ახალი სასტუმრო გაიხსნება.
"ბახმაროში დიდი ტურიზმის განვითარება დაიწყო. ეს მარტო ლოკალური კურორტი აღარ იქნება. გარშემო სულ ქვაფენილიანი მოედანი გავაკეთოთ, არსად ტალახიანი გზები არ უნდა იყოს, ყველა სახლთან ასფალტით უნდა მივიდეთ და ძალიან მაღალი დონის კურორტი გამოვა. ბახმარო ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტი იყო. ახლა კი ის უნდა გახდეს საერთო ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის კურორტი. ესაა ამოცანა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.