გალის რაიონში, რუს ოკუპანტთა ტყვეობაში 4 ქართველი ისევ რჩება.
დაკავებულთაგან ერთი 65 წლის ქალია.
მათ რუსული პასპორტების აღებას ავალდებულებენ. ისინი ე.წ. საზღვრის გადაკვეთისთვის უკვე მეორედ დააკავეს.
ამ მიზეზით ოკუპანტებმა ქართველები შესაძლოა გაასამართლონ კიდეც.
შეგახსენებთ, რომ აგრესორებმა გუშინ სულ 6 ქართველი დააკავეს, მათგან ორი მალევე გაათავისუფლეს.