საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმის პიაცაზე ახალი სასტუმრო გახსნა . მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართული ინვესტიციებით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასტუმროების მშენებლობა მისასალმებელია. როგორც სასტუმროს გახნის ცერემონიალზე პრეზიენტმა აღნიშნა, ის ხალხისგან ბევრ წერილ იღებს და ზოგოერთი წერს, რომ ბათუმში ანბანკის კოშკის, ქუთაიში პარლამენტის შენობის შმენებლობაში რაც ფული დაიხარჯა, უმჯპბესი იქნებოდა ფული დაგერიგებინათ ხალხისთვის.
"მე მინდა ყველას ვუპასუხო, რომ ყველაზე მოუთმენელი ვარ მე, ჩვენი საბოლოო მიზანია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ და ხალხი ამოვიყვანოთ გაჭირვებიდან, მაგრამ ჩვენ ხომ ნავთობის და გაზის საბადოზე არ ვზივართ ჩემო თანამემამულენო. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც უნდა გაუჩნდეს შემოსავალი ხშირ შემთხვევაში ხელოვნურად, მოვდივართ მინუსიდან. ამიტომ თუ არ ავაშენებდით იმას, რაც ავაშენეთ, აქ ტურისტი არ ჩამოვიდოდა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.