კახეთსა და გურიაში რამდენიმე სოფელს სახელი შეეცვალა.
პრეზიდენტის ბრძანებულება - "ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტისათვის სახელწოდების გადარქმევის შესახებ" საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.
ბრძანებულების მიხედვით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სარუსოს "შოროხი" ერქმევა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მახარაძეს - "ზემო კაჭრეთი", ხოლო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანს - "ჯვარცხმა".
ბრძანებულება უკვე ძალაშია.