ხვალ, 1-ელ თებერვალს, საგარეო საქმეთა სამინისტროში ორშაბათის ტრადიციული ბრიფინგი გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე კვირის განმავლობაში განხორციელებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ შეაჯამებს.
კალანდაძე მომავალ კვირას დაგეგმილი ღონისძიებების შესახებაც მიაწვდის მედიას ინფორმაციას.
საგარეო საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია 11:00 საათზეა ჩანიშნული.