მთავრობას საპარტნიორო ფონის შურს, - ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა საპარტნიორო ფონდში, ფონდის აღმასრულებელ დირექტორის მოადგილედ დიმიტრი გვინდაძის წარდგენისას.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ფონდში მუშაობა უფრო თავისუფალია ვიდრე აღმასრულებელ ხელისუფლებაში. პრემიერმა დასძინა ისიც, რომ მთავრობის მიზნებისა და გეგმების განხორციელება, სწორედ რომ საპარტნიორო ფონდის კარგად მუშაობაზეა დამოკიდებული.
"მთავრობის ყველა წევრს შურს. კარგი გაგებით, თქვენი, რადგანაც თქვენ ხართ უფრო თავისუფლები და არ ხართ შეზღუდულები. იმ რეგლამენტით რასაც აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურები ითვალისწინებენ. თქვენ ხართ უფრო თავისუფლები, თამამები და თქვენი გაკეთებული საქმე უნდა გახდეს საფუძველი მომავალში საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა. ჩვენი დაპირებებისა და გეგმების შესრულება თქვენს სამსახურზე გადაივლის. იგივე უცხოეთში ქართული ხილისა და ბოსტნეულის წახალისება სწორედ თქვენი დახმარებით განხორციელდება. რაც საბოლოო ჯამში გახდება გარანტია იმისა, რომ ქართველ გლეხს ექნება ინტერესი გაზარდოს საკუთარი წარმოება", - აღნიშნა ივანე მერაბიშვილმა.
პრემიერმა არ დამალა ისიც, რომ მთავრობა მთავრობა მრავალ ახალ ბიზნეს "გააკეთებს" და შემდგომ გაყიდის.
"ჩვენი ამოცანა იქნება ბევრი ახალი ბიზნესების შექმნა და შემდგომ მათი პრივატიზაცია. იმისათვის, რომ ამ ფულითა და შემოსავლით კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ", - განმარტა ვანო მერაბიშვილმა.