ინდონეზიის კუნძულ სუმატრას სანაპიროსთან რიხტერის შკალით 5,3 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
აშშ-ს ნაციონალური გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, ბიძგები 61,7 კილომეტრ სიღრმეზე ქალაქ პადანგინდან 225 კილომეტრაში დაფიქსირდა.
ამ დროისათვის მონაცემები მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არ ვრცელდება. ასევე არ არის ინფორმაცია ცუნამის შესაძლო წარმოქმნასთან დაკავშირებით.
30 სექტემბერს სუმატრაზე მიწისძვრის პირველი ბიძგი დაფიქსირდა, რომლის სიმძალვრე რიხტერის სკალით 7,6 ბალი იყო და დასავლეთ სუმატრას პროვინციის მთავარ ქალაქ პადანგში მასობრივი ნგრევა გამოიწვია. 7 ბალის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგი 24 საათში განმეორდა, რამაც მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. დაღუპულთა რაოდენობამ 1100-ს გადააჭარბა.
დაშავდა 2500-ზე მეტი აადამიანი.