საქართველოს პრეზიდენტი დღეს იმერეთის რეგიონს ესტუმრა. სხვადასხვა სოფლებში გამართულ შეხვედრებზე, მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივებს სამომავლო გეგმებსა და ვარდების რევოლუციის შემდეგ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ თუ სოციალურ პროექტებზე ესაუბრა.
ქვეყნის პირველმა პირმა ადგილობრივებს მთავრობის სამოქმედო გეგმა გააცნო და ყურადღება იმ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გაამახვილა, რომლებიც ბაღდათსა და წყალტუბოში უახლოეს კვირებში დაიწყება.
იმერეთში მიხეილ სააკაშვილი პირველ ლედისთან სანდრა რულოვსთან ერთად იმყოფებოდა.