ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დღეს გორის რაიონ სოფელ მეჯვრისხევს ესტუმრა. მაგდა ანიკაშვილი სოფლის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს პირადად გაეცნო.
შეხვედრისას საუბარი პენსიების საკითხს, სადაზღვევო პოლისებსა და ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებს შეეხო. ანიკაშვილმა ქდმ-ის საარჩევნო პროგრამის იმ ნაწილზედაც გაამახვილა ყურადღება, რომელშიც ჯანდაცვასა და სოციალურ საკითხებზეა საუბარი. მისი განცხადებით, მოსახლეობის უპირველეს პრობლემას დღემდე ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა წარმოადგენს.
ანიკაშვილმა მეჯვრისხევის ამბულატორიაც დაათვალიერა და იქ მომუშავე მედპერსონალს გაესაუბრა.
"ქრისტიან-დემოკრატები" სოფელში ონკოგიური დაავადების მქონე ზაირა ნიკურაძესა და ლაურა მახათაძეს ესტუმრნენ. ანიკაშვილის განცხადებით სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოხდეს აღნიშნული დაავადების მქონე პაციენტებისთვის დაფინანსების გაზრდა და ასაკობრივი ბარიერის მოხსნა. A
ქრისტიან-დემორკატები მოითხოვენ, რომ ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის დაწესდეს განსხვავებული რეჟიმი და მათი მედიკამენტებით უზრუნველყოფა იყოს ულიმიტო
"მოსახლეობის მთავარ პრობლემას წამროადგენს ის, რომ სამედიცინო პოლისები სრულად არ ანაზღაურებს ყველა იმ სამედიცინო მომსახურეობას რომელიც მოსახლეობისთვის აუცილებელია. ჩვენ ვითხოვთ, რომ სამედიცინო პოლისებში გაიზარდოს მედიკამენტებზე დაფინასნების თანხა, რადგან მედიკამენტების სიაში ფაქტობრივად ძალიან ბევრი წამალი, რომელიც სჭირდება ადამიანებს, უბრალოდ, არ არის მოხვედრილი", - განაცხადა ანიკაშვილმა.