რუსეთს, ისევე როგორც საბჭოთა პროპაგანტის პერიოდში, გამოგონილი ფაქტების მოძებნა უხდება, რათა მსოფლიო დაარწმუნოს, რომ ის არ არის სამხეთ ოსეთში ომის ინიციატორი. ამის შესახებ საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანის მოადგილემ ლევან დუჩიძემ უკრაინულ მედიას განუცხადა.
მისი თქმით, ნამდვილად არ არის დასაჯერებელი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმოომადგენლის, ვლადიმერ მარკინის განცხადება, 2008 წლის კონფლიქტში უკრაინელი დაქირავებულების მონაწილეობის შესახებ.
"რუსეთის არმია დაკავებულია მკვლელობებით, მშვიდობიანი მოქალაქეების ძარცვთ, მათ მიაქვთ ყველაფერი, რაც კი ხელში მოხვდებათ... ალბათ ვიღაცას ამის გამო შერცხვა", - აცხადებს დუჩიძე.
მისივე თქმით, როდესაც გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთში რუსეთის შეიარაღებული ძალები ბომბავდნენ ქართულ სოფლებს, ამის დამტკიცება მსოფლიოსთვის იყო ძნელი.
"მაგრამ მოხდა ისე, რომ რუსეთის ერთი თვითმფრინავი ჩამოვარდა, ჩვენ გაგვიჩნდა მტკიცებულება: აი რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც ბომბავდა ქართულ სოფლებს და მოსახლეობას. მაგრამ მაშინ რუსეთის თავდაცვის მინისტრის გრაჩოვისგან ჩვენ მოვისმინეთ, რომ კი, თვითმფრინავი იპოვეს, მაგრამ ეს ქართული თვითმფრინავია. ეს ქართველებმა წინასწარ გადაღებეს ის რუსეთის ფერებში, რომ მთელი მსოფლიო დააბნიონ და შეარყიონ რუსეთის შეიარაღებული ძალების ავტორიტეტი", - ამბობს დუჩიძე.
მისი თქმით, ახლა რუსეთის წინაშე უფრო რთული პრობლემა იდგა.
"ამჟამად მათ უფრო რთული პრობლემა ჰქონდათ: ხომ ვერ იტყვი, რომ ქართველები შეიღებენენ, რათა გამოიყურებოდნენ როგორც რუსი ჯარიკაცები. შესაბამისად, მათ მოიგონეს, რომ ეს იყვნენ "უკრაინელი დაქირავებულები", რომელებიც იქ საიდანღაც გაჩნდნენ, და მერე უკვალოდ გაქრნენ", - აღნიშნავს დუჩიძე.
უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამიინისტრომ საშუალო რგოლის რუსი ჩინოვნიკის გამონათქვამებზე კომენტარის გაკეთება მიზანშეწონილად არ მიიჩნია.