დღეს, 11 აგვისტოს, რაჭაში, შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა აქტივობის მოწყობააა დაგეგმილი. როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განმარტავენ, შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია ტბის კაიაკინგი (შეჯიბრი), ტბის კანოეინგი (შეჯიბრი), ჯომარდი (შეჯიბრი), ვაით-ვოთერ კაიაკინგის მასტერკლასები და შეჯიბრება, სახმელეთო სპორტულ აქტივობებში შეჯიბრება (თოკის გადაჭიმვა, მარშრუტის ორიენტირინგი და სხვა). ღონისძიება გაიმართება მთელი დღის განმავლობაში, დილის 10:00 საათიდან 21:00 საათამდე და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლება 200-მდე მსურველს.
შეგახსენებთ, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, "ზაფხულის ტურისტული კალენდარის" ფარგლებში, 8 ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით (ყოველ შაბათს ან კვირას) საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა თემატიკის ღონისძიებები ხორციელდება.