ქრისტიან დემოკრატიული" მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლები ნუგზარ ფუტკარაძე, ზაზა შაშიკაძე და ვაჟა ვერულიძე მახინჯაურის მეურნეობის ცენტრში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ. დეპუტატებმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს.
ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ ნუგზარ ფუტკარაძე მეურნეობაში მცხოვრებლებს პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.
„ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობა ვაგრძელებთ მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს. აგვისტოს თვეში გვექნება შეხვედრები უბნების, ქუჩების, ცალკეული პატარა სოფლების მიხედვით. ხოლო სექტემბერში უფრო ფართომაშტაბიან ღონისძიებებს გავმართავთ. ამ შეხვედრების დროს მოსახლეობას ვაცნობთ ჩვენი პროგრამის ძირითად მიმართულებებს. იქნება ეს ჯანდაცვის ხელმიუწვდომლობასთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობაში არსებული პრობლემები თუ პრობლემები განათლების სფეროში", - განაცხადა ნუგზარ ფუტკარაძემ.
მისივე თქმით შვილებს - განათლება, მშობლებს-დასაქმება, პენსიონერებს-დაფასება პარტიის წინასაარჩევნო ლოზუნგია. „ჩვენი არჩევის შემთხვევაში ვეცდებით შევქმნათ საქართველო ყველა თაობისათვის" - განაცხადა ნუგზარ ფუტკარაძემ.