გვიან ღამით ქუთაისში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. შეფერხდა ტრასპორტის მოძრაობა, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო ფოთისა და წერეთლის წუჩებზე სადაც უხვმა ნალექმა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა.
ქალაქში მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო კეთილმოწყობის, სამაშველო სიტუაციებისა და დასუფთავების სამსახურები. მიმდინარეობდა წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. ამ დროისათვის ქუთაისში ვითარება სტაბილიზირებულია. ადგილოვრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ქუთაისში ახალი სანიაღვრე მილების მონტაჟი მიმდინარეობს იწმინდება საკანალიზაციო სისტემები.