საქართველოს პრეზიდენტმა ახალციხეში ახალი სასტუმრო „ლომსია" გახსნა. მიხეილ სააკაშვილმა შენობა დაათვალიერა და იქ მომსახურე პერსონალსაც გაესაუბრა. სასტუმროს მშენებლობისთვის „ვისოლ ჯგუფმა" რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. სასტუმრო „ლომსია" 63 ნომრიანია და 150-მდე სტუმარზეა გათვლილი. აქ განთავსებულია რამდენიმე რესტორანი. სასტუმროს პროექტზე გერმანელი არქიტექტორი მანფრედ რონშტედტი და ქართველი არქიტექტორი თენგიზ კვანტალიანი მუშაობდნენ. სასტუმროში 60-მდე ადგილობრივი დასაქმდა, რომლებმაც სპეციალური ტრენინგი გაიარეს.
მიხეილ სააკაშვილმა ახლადგახსნილი სუპერმარკეტი „სმარტიც" დაათვალიერა, სადაც ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქცია იყიდება.