თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით 11 აგვისტოს, დაბა თიანეთში სახალხო დღესასწაული "თიანეთობა 2012" გაიმართება. ღონისძიების მიზანია, რეგიონში იმ ტრადიციების აღდგენა_განვითარება, როგორიცაა ადგილობრივი ფოლკლორი, ხალხური პოეზია, ხალხური სპორტული თამაშები, ხალხური რეწვა, ტრადიციული სამზარეულო და საყოფაცხოვრებო საქმიანობა. ასევე, თიანეთის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიზნით, სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებების მოწყობა.
სახალხო ზეიმი დაბა თიანეთში, ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში 11 საათზე, სპორტულ-გასართობი ღონისძიებებით დაიწყება და მთელი დღის მანძილზე გასტანს. დაგეგმილია შეჯიბრი ქართულ ჭიდაობასა და მკლავჭიდში,12 .00 კი გაიმართება დოღი.
გარდა ამისა, ჩატარდება ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, მოეწყობა სახალხო კონკურსი ლუდის სმაში, სადაც გამარჯვებულებს გადაეცემათ სამახსოვრო ჯილდოები. ბავშვებისათვის მოეწყობა საცირკო სანახაობები და საბავშვო მუსიკალური შოუ კონცერტები.
საკუთარი შემოქმედებით სახალხო დღესასწაულს დაამშვენებენ როგორც ადგილობრივი, ასევე რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან მოწვეული ფოლკლორული ანსამბლები და ქართული ესტრადის წარმომადგენელთა.