ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ ცოცხალ გმირებს, რომელიც ძალიან ბევრი ჰყავს საქართველოს, - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც მან აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
"ძალიან მძიმე დღეა ყველასათვის. 4 წელი გავიდა ამ ტრაგედიის შემდეგ. მთელი საზოგადოება პატივს მივაგებთ იმ გმირებს, ვინც საკუთარი სიცოცხლე დათმო სამშობლოსათვის. ჩვენ ახლა მათი ოჯახების ზრუნვა გვავალია; ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ ცოცხალ გმირებს, რომელიც ძალიან ბევრი ჰყავს საქართველოს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისი თქმით, ეს ყველაფერი რუსული სამხედრო აგრესიის შდეგია, რომელმაც საქართველოს ყველა მოქალაქის ზურგზე გადაიარა.
"და ის სიმხდალე, რომელიც გამოიჩინა ზოგიერთმა საჯარო მოხელემ, გადაფარა ამ ბიჭების გმირობამ, რომელთა საპატივსაცემულოდაც დღეს ჩვენ აქ მოვედით", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.