რუსეთის ფედერაცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დახმარებას გააგრძელებს, - ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა "იტარ-ტასისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
"ჩვენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ჩვენს უახლოეს მეგობრებად და მეზობლებად განვიხილავთ, რომლებთანაც განსაკუთრებული ურთიერთობები გვაქვს შექმნილი. ჩვენ ვუწევდით და გავიწევთ კიდეც მომავალში ფინანსულ ეკონომიკურ დახმარებას ამ რესპუბლიკებს. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ვლადიმერ პუტინის მიერ გამართულ შეხვედრებზე ანქვაბთან და ლეონიდ თიბილოვთან",_ აცხადებს კარასინი და აღნიშმნავს, რომ რუსეთის პირველადი ამოცანა ეს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სოციალ-ეკონომიკური აღორძინება და რეალურად ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაა.
"ამასთან ერთად, ჩვენს აფხაზ და ოს კოლეგებთან ერთად ვმუშაობს იმაზე, რომ რესპუბლიკები თვითკმაყოფაზე გადავიდნენ",_ აცხადებს კარასინი.