საქართველოს მხრიდან მომავალი ნებისმიერი სამხედრო ხასიათის ავანტიურა განწირულია, - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი "იტარ-ტასისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებას ყოველგვარი აგრესიული ქმედებებისგან საიმედოდ იცავენ ჩვენი სამხედროები და მესაზღვრეები, რომლებიც ამ რესპუბლიკებში ორმხრივ საფუძველზე იმყოფებიან", _ აცხადებს სერგეი ლავროვის მოადგილე.
მისი თქმით, რუსეთი ავითარების ურთიერთობას აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და მათ დახმარების ხელს უწვდის.
"რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების ოთხი წლის განმავლობაში ამ ქვეყნებს არცთუ ისე მცირე ფინანსური და მატერიალური დახმარება გაეწიათ. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ეს ფული შესაძლოა რუსეთის შიდა პრობლემების გადაჭრას მოხმარებოდა, მაგრამ ჩვენს ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი ვალდებულებები. დავიცავით სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს აგრესიული გაზრახვებისაგან და ოფიციალურად ვაღიარეთ ეს ახალგაზრდა სახელმწიფოები - ამით ჩვენ ამის არცთუ ისე მცირე პასუხისმგებლობა ვიტვირთეთ მათი მშვიდობიანი მომავლის დაცვისთვის და რუსეთის გარეშე ეს საკითხები ვერ გადაწყდება.