საქართველოს პრეზიდენტი კახეთის გუბერნატორის პირველ მოადგილეს გიორგი სიბაშვილსა და კახეთის აღდგენისა და აღორძინების საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელს ლევან ბეჟაშვილს შეხვდა.
მიხეილ სააკაშვილი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშოების მიმდინარეობით დაინტერესდა და მათ ამ სამუშაოების დროულად დასრულება დაავალა. ლევან ბეჟაშვილის განმარტებით უკვე დასრულებულია 3 ათას 943 სახლის გადახურვა, გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს 154 სახლზე. ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, რომ 10 დღეში სრულად იქნება შემუშავებული დაზარალებულთა ბაზა და ფულადი კომპენსაციები სექტემბრის პირველ ნახევარში უკვე გაცემული უნდა იყოს. ამას გარდა, პრეზიდენტმა ახალი ვენახების გაშენებისა და მწვანე ნარგავების გაახლების საკითხიც დასვა.