დღეს, ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი არველაძემ ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ფილიალი გახსნა. რომელიც სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. ლიბერთი ბანკის ახალციხის ფილიალში შესაძლელებლი იქნება თითქმის ყველა სახის სესხის აღება, საერთაშორისო გზავნილების სისტემით სარგებლობა, სხვადასხვა ტიპის დეპოზიტების გახსნა, კომუნალური გადასახადების დაფარვა.
2011 წელს ლიბერთი ბანკმა 13 ახალი სერვის ცენტრი გახსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის: თბილისში, კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და აჭარაში. ლიბერთი ბანკს საქართველოში ყველაზე ვრცელი საბანკო ქსელი გააჩნია. 208 სერვის ცენტრისა და 100-მდე ლიბერთი ექსპრესის მობილური სერვის ცენტრების მეშვეობით, ლიბერთი ბანკი ქვეყნის მოსახლეობის 1.3 მლნ ფიზიკურ და 50 000 იურიდიულ პირს ემსახურება.
2012 წელს ლიბერთი ბანკი გეგმავს როგორც არსებული ფილიალებისა და სერვის ცენტრების მოდერნიზებას, ასევე ქსელის მნიშვნელოვან გაფართოვებას მთელი საქართველოს მასშტაბით.