30 იანვარს, 14:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში, დარბაზ "კალაში", ბანკ "რესპუბლიკის~ ხელმძღვანელი პირები და მაია ბარათაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ.
18 თებერვალს გერმანიაში, ქალაქ კარლსრუეში, საკონცერტო დარბაზ "თოლჰაუსში", რომელიც რეგულარულად მასპინძლობს მსოფლიო მუსიკის ვარსკვლავებს, გაიმართება ანსამბლ "შინისა" და მაია ბარათაშვილის ერთობლივი სოლოკონცერტი. ეს ქართველი მომღერლისა და ანსამბლის პირველი ერთობლივი ნამუშევარი იქნება.
კონცერტზე მაია ბარათაშვილი, შეასრულებს ანსამბლ "შინის" საავტორო ნაწარმოებებს, ასევე პროგრამაში შევა ქართული ფოლკლორი, ჯო ზავინულის, ჯონ მაქლაფლინის, სთივენ სონდეიმის ნაწარმოები. აღნიშნულ კონცერტს სპონსორობას უწევს ბანკი "რესპუბლიკა", ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი~.
მეორე წელია, რაც ბანკი "რესპუბლიკა" და მაია ბარათაშვილი ერთობლივ საინტერესო პროექტებს წარმოადგენენ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
კონცერტის იდეა ეკუთვნის თოლჰაუსის მენეჯერს, რომელმაც მაია ბარათაშვილის შემოქმედება გაიცნო მისი წინა საკონცერტო ტურის დროს კარლსრუეში. პროექტის კოორდინატორი გერმანიაში თამარა ჩხეიძე-ქესელია.
გარდა ამისა, 3 თებერვალს მაია ბარათაშვილი კონცერტით წარდგება გერმანელი მაყურებლის წინაშე, ქალაქ კარლსრუეს მთავარ ბურგომისტრთან ბატონ ჰაინზ ფენრიჰთანFსამოქალაქო მიღებაზე. როგორც წესი, მიღება წელიწადში ერთხელ ეწყობა. მიღებას ყოველ წელს განსხვავებული ძირითადი თემა აქვს. ვინაიდან 2009 წლის სექტემბერში გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნები იყო, მაისში კი ერთვის პარლამენტის და ადგილობრივი საბჭოს არჩევნები; შესაბამისად, მიღების აქტუალური თემა არჩევნებია. ბურგომისტრი უმასპინძლდება ყველა მოქალაქეს, რომელიც არჩევნებში იღებდა მონაწილეობას და მასთან თანამშრომლობდა. მიღებას დაესწრება 1500 ადამიანი.