"ამომრჩეველთა ლიგამ" ზუგდიდის მუნიციპალიში სიები გადამოწმება დაასრულა. ლოგის მონაცმებით, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში "ცესკოს" მიერ მოწოდებულ სიებთან უზუსტობა 20% აღმოჩნდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ამომრჩეველთა ლოგინდან აცნობეს, ზუგდიდში 100 ათასამდე ამომრჩეველი გადამოწმდა, აქედან 12 ათასი ამომრჩევლის ვინაობა დაუდგენელია, სიაში 2 ათასამდე ამომრჩეველი საერთოდ არ ფიქსირდება.
ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, რომ "სიების გადამოწმების სახელმწიფო კომისიის" მიერ გადამოწმებული სიების გამოქვეყნების შემდეგ, ლიგა კარდაკარის მეორე ეტაპს დაიწყებს და მონაცემების მონიტორინგს ჩაატარებს.