დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განმუხურში აკვა-პარკს გახსნის.
აკვა-პარკის სამშენებლო სამუშაოებს ქართული კოპმანია „ბლექ სი ჯგუფი" აწარმოებს. პროექტის ავტორია კანადურმა კომპანია ,,უაით ვოტერი", რომელის პარკის ტერიტორიაზე ატრაქციონების დეტალებაც ამონტაჟებს.
იმის მიუხედავად, რომ პარკის მშენებლობა ჯერ დასრულებული არაა, პრეზიდენტი მას ოფიციალურად, სწორედ, დღეს გახსნის.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი დილიდან შეხვედრებს მართავს სამეგრელოს სხვადასხვა რააიონებში. იგი უკვე იმყოფებოდა სენაკსა და ჩხორიწყუში.