4-5 აგვისტოს ბათუმში ლუდის ფესტივალი ჩატარდება. 4 აგვისტოს, 11:00 საათიდან, დაიწყება ქართული ლუდის გამოფენა-გაყიდვა.
ფესტივალში მონაწილეობს ცნობილი ქართული და უცხოური ბრენდები - ნატახტარი, კარლსბერგი, ყაზბეგი, ბათუმური, ტაუერი, შუმერული.
ლუდის ფესტივალი იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შეიხის მუბარაკ ალ ნაჰაიანის სახელობის ხეივანში ჩატარდება.