სეპარატისტული აფხაზეთის გალის რაიონის პროკურატურამ დღეს სოფელ ჭუბურხინჯში მომხდარ აფეთქებაზე სისხლის სამართლის საქმე "ტერორისტული აქტის" მუხლით აღძრა.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, აფეთქებას ერთი მილიციელის და ორი სამოქალაქო პირის დაღუპვა მოჰყვა.
რუსული მედიის ინფორმაციით, დაზუსტებული მონაცემებით, ნაღმების აფეთქების შედეგად, რომლებიც ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების სახლის ახლოს აფეთქდა. დაიღუპა სახლის პატრონი, მისი მეუღლე და ასევე მილიციის თანამშრომელი.
მათი ინფორმაციით, სისხლის სამართლის სამძებროს სამი თანამშრომელი დაიჭრა. ისინი გალისა და სოხუმის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილნი.