დღეს `ქართული ოცნების~ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ეკა ბესელიამ იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის ფოთის სამმართველოს განცხადებით მიმართა ფოთის მცხოვრებლად დარეგისტრირების თაობაზე.
ფოთელმა ილია ჯანჯღავამ სამოქალაქო რეესტრში საკუთარი ხელმოწერით დაადასტურა მის კუთვნილ საცხოვრებელ მისამართზე იერუსალიმის ქუჩა 37 `ქართული ოცნების~ მაჟორიტარი კანდიდატის ეკა ბესელიას დარეგისტრირებაზე თანხმობა.